სამხრეთის კედელზე მაცხოვრის ერთადერტი თვალდახრილი და სახედაფხეკილი ფრესკის ქვეშ ვიღაც ლაზღანდარა ათეისტს მუშაირა ჰქონდა გამართული თვითონ მაცხოვართან. უცხვირპირო და უთვალო, როგორ გიწამო, უფალო?!-კომკავშირელი ათეისტი. ასე აწერდა ხელს ლექსის ატორი. ცოტა ქვევით უფლის პასუხი იყო, ასევე ლურსმნით ამოკაწრული: კომკავშირელო, თუ არ გწამს, სახარება და ღმერთიო, ამ სიმაღლეზე მეორედ, გთხოვ, აღარ ამოეთრიო!-იესო ქრისტე. ასე აწერდა ხელს პასუხის ავტორი.
~ Nodar Dumbadze